logo
ENG



საპატრიარქო "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით 17 მაისს ქალაქის ქუჩებს აკურთხებს

16 მაი 202113:48
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: გვანცა ნემსაძე

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. თუმცა, 2014 წლიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. 

2021 წლის 17 მაისს, ისევე, როგორც ერთი წლის წინ, საპატრიარქო დედაქალაქს დალოცავს. 

მსვლელობის მონაწილეები თბილისის ქუჩებს, სავარაუდოდ, ისევ ჯიპებით და სკუტერებით შემოივლიან. 

საპატრიარქოს განცხადებით, 17 მაისს, 11:00 საათზე, შეიკრიბებიან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში და იკურთხება წყალი (მცირე აიაზმა); შემდეგ კი ისინი ხუთი მიმართულებით გაემართებიან, რათა აკურთხონ მოსახლეობა და ქუჩები.

ისინი საბურთალოზე, დიღომში, დიდ დიღომში, გლდანში, მუხიანსა და თემქაზე, ასევე ორთაჭალაში, ისანსა და სამგორში, მთაწმინდაზე, სოლოლაკში, ვაკეში, ვერაზე, დიდუბესა და ჩუღურეთში წავლენ. დალოცავენ სვანეთის უბანს, ლოტკინს, კუკიას, ივერთ უბანს. 

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. ერთი წლით ადრე - 2013 წლის 17 მაისს ათობით სასულიერო პირმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 


close დახურვა